“საქართველოში ძალიან სამწუხარო მოვლენები ვითარდება, ვიმედოვნებ, დეესკალაცია ჯერაც შესაძლებელია”

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ერთ-ერთი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მაიკლ კარპენტერი ნიკა მელიას დაკავების ოპერაციას სამწუხარო მოვლენას უწოდებს.
"საქართველოში ძალიან სამწუხარო მოვლენები ვითარდება – ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისს შტურმით იღებენ. ვიმედოვნებ, თავები გაგრილდება და ვითარების დეესკალაცია ჯერაც შესაძლებელია", – წერს ბაიდენის მრჩეველი.
ნიკა მელია სპეცრაზმმა 23 თებერვალს დააკავა. პოლიციელები იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა, ძალადობრივად შეიჭრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ენმ-ის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით გაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები.
თაგები:





