საქართველოში კორონავირუსის 1 056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,საქართველოში კორონავირუსის 1 056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 071 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 28 – გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 921 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 713, „პისიარ“ ტესტით – 12 208.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,71%, ბოლო 14 დღის – 3,68%, ბოლო შვიდი დღის – 3,22%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 341 894 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 324 426 გამოჯანმრთელდა, 4 727 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 130 037 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 445.
კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 937 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 675 პირი.
თაგები:





