საქართველოში კორონავირუსის 1 250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 1 250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 463 პაციენტი.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ჩატარდა 31 958 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 801, პისიარტესტით – 17 157.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,91 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,88 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,62 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 302 785 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 284 749 გამოჯანმრთელდა, 4 007 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 36 056 პირი, დღიურად აცრილია – 1 559.
კარანტინის რეჟიმშია 242, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 566 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 706 პირი.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს