Logo

საქართველოში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 26 ადამიანი გარდაიცვალა

საზოგადოება
1166
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 375 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 807 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 568 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 264 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  404 023-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.52 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.73 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.44 %.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 665 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 374 753-მდე.
 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 714 პირი ემსხვერპლა.
 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  1 264 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარა – 224, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 45, შიდა ქართლი – 33, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 65, კახეთი – 62, მცხეთა-მთიანეთი -35, სამცხე-ჯავახეთი – 19, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 530 საიდანაც: 5 247 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 870, აჭარაში – 497, იმერეთში – 661. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 967 პირი, მათ შორის, თბილისში – 459, აჭარაში – 70, იმერეთში -226. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 216 პირი, მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 5, იმერეთში – 13. 1 737 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 924 – თბილისში, 523- აჭარაში. 16 546  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 62 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 54, ხოლო აჭარაში – 8.

 

სულ  6 ოქტომბრიდან – 25 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 974 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 023 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 078, პირი, აჭარაში – 2 861, იმერეთში – 1 986.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები