Logo

საქართველოში კორონავირუსის 1 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი გარდაიცვალა

Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 1 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  1 701 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 – გარდაიცვალა.

 

1 286 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 759 შემთხვევა, აჭარაში – 125, იმერეთში – 73, ქვემო ქართლში – 79, შიდა ქართლში – 30, გურიაში – 16, სამეგრელო- ზემო სვანეთში – 54, კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 32, სამცხე-ჯავახეთში – 12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 12.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 885 საიდანაც: 4 291 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 581, აჭარაში – 245, იმერეთში – 523. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 833 პირი, მათ შორის, თბილისში – 440, აჭარაში – 39, იმერეთში -172. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 182 პირი, მათგან თბილისში – 141, აჭარაში – 3, იმერეთში – 9. 1 088 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 721 – თბილისში, 334- აჭარაში. 11 506 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 39, ხოლო აჭარაში – 10.

 

სულ, 6 ოქტომბრიდან 17 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია 24 956 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 554 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 986, პირი, აჭარაში – 1 445, იმერეთში – 1 423.

Advertisement