Logo

საქართველოში კორონავირუსის 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საზოგადოება
464
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 878 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 17 – გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 487 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 878, პისიარტესტით – 17 609.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,26, ბოლო 14 დღის – 4,39, ბოლო შვიდი დღის – 4,63.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 307 401 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 288 816 გამოჯანმრთელდა, 4 077 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 41 801 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 706.

კარანტინის რეჟიმშია 221, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 780 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 707 პირი.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები