Logo

საქართველოში კორონავირუსის 1 564 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საზოგადოება
1201
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 1 564 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 693 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 18 – გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 384 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 341, პისიარტესტით – 12 043.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,71 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 5,84 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 6,71 პროცენტი.

ქვეყანაში სულ აცრილია – 58 533 ადამიანი, დღიურად აცრილია – 3 846.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 320 830 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 299 500 გამოჯანმრთელდა, 4 263 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 69, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 284 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 788 პირი.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები