Logo

საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი გარდაიცვალა

Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 466 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 – გარდაიცვალა. 

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 800 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 765, „პისიარ“ ტესტით – 16 035.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,75 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,31 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,67 პროცენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 384 387 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 362 957 გამოჯანმრთელდა, 5 516 კი გარდაიცვალა.

 

სულ აცრილია – 334 199 ადამიანი, დღიურად აცრილია 8 448.

 

კარანტინის რეჟიმშია 52, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 001 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 016 პირი.

თაგები:

Advertisement