საქართველოში კორონავირუსის 1 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი გარდაიცვალა


ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 1 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 769 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 ადამიანი
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 559 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 254, „პისიარ“ ტესტით – 17 305.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,68%, ბოლო 14 დღის – 4,1%, ბოლო შვიდი დღის – 4,46%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 381 336 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 361 327 გამოჯანმრთელდა, 5 492 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 317 537 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 992.
კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 753 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 952 პირი.
თაგები:
