Logo

საქართველოში კორონავირუსის 1 808 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 22 ადამიანი გარდაიცვალა

საზოგადოება
371
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 1 808 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 361 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 22 – გარდაიცვალა. 

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 979 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 711, „პისიარ“ ტესტით – 15 268.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,17 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,5 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,86 პროცენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 386 195 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 363 318 გამოჯანმრთელდა, 5 538 კი გარდაიცვალა.

 

სულ აცრილია – 345 295 ადამიანი, დღიურად აცრილია 10 492.

 

კარანტინის რეჟიმშია 53, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 135 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 008 პირი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები