საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 35 117 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 619 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.3 %.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 862 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 379 673-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.3 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.0% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.26%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 619 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 360 558-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 479 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 136 შემთხვევა, აჭარა – 98, იმერეთი – 164, ქვემო ქართლი – 104, შიდა ქართლი – 56, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 64, კახეთი – 115, მცხეთა-მთიანეთი – 54, სამცხე-ჯავახეთი – 32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 610 საიდანაც 3 705 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 266, აჭარაში – 187, იმერეთში – 417.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 728 პირი, მათ შორის, თბილისში – 388, აჭარაში – 44, იმერეთში -148. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 პირი, მათგან თბილისში – 133, აჭარაში – 2, იმერეთში – 9.
924 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 677 – თბილისში, 242- აჭარაში. 8 981 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 1. სულ 6 ოქტომბრიდან – 12 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 941 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 005 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 173, პირი, აჭარაში – 847, იმერეთში – 1 032.
თაგები:





