Logo

საქართველოში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 996 ადამიანი

საზოგადოება
1209
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 624 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 740 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 884 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 965 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  567 922-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.67%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.77% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.63%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 996 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 523 669.

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 917 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 965 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 651 შემთხვევა, აჭარა – 201, იმერეთი – 288, ქვემო ქართლი – 100, შიდა ქართლი – 150, გურია – 82, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 168, კახეთი – 161, მცხეთა-მთიანეთი – 80, სამცხე-ჯავახეთი – 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 36 310 საიდანაც: 6 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 930, აჭარაში – 784, იმერეთში – 1 084. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 559 პირი, მათ შორის, თბილისში – 684, აჭარაში – 178, იმერეთში – 336. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 405 პირი,  მათგან თბილისში – 242, აჭარაში – 41, იმერეთში – 35. 2 152 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 048 – თბილისში, 682 – აჭარაში. 27 392 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 97 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 92, ხოლო აჭარაში – 5.

 

სულ  6 ოქტომბრიდან – 6 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 131 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 111 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12 133 პირი, აჭარაში – 4 154, იმერეთში – 3 357.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები