Logo

საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საზოგადოება
629
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 074 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 24 – გარდაიცვალა. 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 648 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 912, „პისიარ“ ტესტით –11 736.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,85%, ბოლო 14 დღის – 5,33%, ბოლო 7 დღის – 6,27%.

ქვეყანაში სულ აცრილია – 47 949 ადამიანი, დღიურად აცრილია – 2 564.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 315 913 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 296 532 გამოჯანმრთელდა, 4 207 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 84, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 289 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 744პირი.

თაგები:

Advertisement