Logo

საქართველოში კორონავირუსის 2 470 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 243 ადამიანი გამოჯანმრთელდა

Frontnews image description

საქართველოში კორონავირუსის 2 470 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 243 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 096 ტესტი.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 7,06%, ბოლო 7 დღის – 6,65%.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 598 396 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 565 773 გამოჯანმრთელდა, 8 621 კი, გარდაიცვალა.

 

სულ ჩატარდა 1 671 295 აცრა.

Advertisement