საქართველოში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 681 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საზოგადოება
01.02.2021 / 10:08


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 681 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 056 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 490, პისიარტესტით –3 566.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 258 351 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 249 709 გამოჯანმრთელდა, 3 194 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 474, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 676 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 268 პირი.
თაგები:
