Logo

საქართველოში კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 233 პირი

Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 26 399 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 012 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 387  PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 268 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  274 989-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.02 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.51 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.46%.

ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 233 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  268 237-მდე.

ბოლო 24 საათში,  კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 648 პირი ემსხვერპლა.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 268 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 141 შემთხვევა, აჭარა – 12, იმერეთი – 46, ქვემო ქართლი – 13, შიდა ქართლი – 16, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 7, კახეთი – 15, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 078, საიდანაც: 1 338 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  682, აჭარაში – 140, იმერეთში – 254. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 272 პირი, მათ შორის, თბილისში – 119, აჭარაში – 23, იმერეთში – 77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი, მათგან თბილისში – 52, აჭარაში- 4, იმერეთში – 6. 136 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 104 – თბილისში, 30 – აჭარაში. 1 604 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 251 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 140, ხოლო აჭარაში – 14.

სულ  6 ოქტომბრიდან – 13 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 632 პირი.

ამ ეტაპისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 5 499 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 548 პირი, აჭარაში – 492, იმერეთში – 647.
 

თაგები:

Advertisement