Logo

საქართველოში კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 17 ადამიანი გარდაიცვალა

Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 335 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 17 – გარდაიცვალა.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 42 235 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 425, „პისიარ“ ტესტით – 14 810.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,68%, ბოლო 14 დღის –  6,03%, ბოლო შვიდი დღის –  6,71%.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 407 689 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 376 088 გამოჯანმრთელდა, 5 731 კი, გარდაიცვალა.

 

სულ აცრილია – 418 398, ადამიანი, დღიურად აცრილია 13 884. კარანტინის რეჟიმშია 64, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 185 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 763 პირი.

Advertisement