Logo

საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი გარდაიცვალა

საზოგადოება
819
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 343 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 260 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 083 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 649 005-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.03%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.04% ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.44%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 070 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 627 366-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 751 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 352 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 176 შემთხვევა, აჭარა – 12, იმერეთი – 50, ქვემო ქართლი – 12, შიდა ქართლი – 13, გურია -17, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 19, კახეთი – 29, მცხეთა-მთიანეთი -6, სამცხე-ჯავახეთი -6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12. 

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 862 საიდანაც, 486 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 257, აჭარაში – 36, იმერეთში – 87. 

 

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 129 პირი, მათ შორის, თბილისში – 75, აჭარაში – 17, იმერეთში – 15. 

 

4 376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები