საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 539 პაციენტი, 9 გარდაიცვალა
საზოგადოება
18.02.2021 / 19:14


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 267 313 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 539 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 260 266-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 3 399-ია.
ბოლო 24 საათში 17 188 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 9 866, „პისიარ“ ტესტი – 7 322.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,12 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,7 პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,3 პროცენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 252 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1869, კლინიკურ სასტუმროში რჩება 248 პირი.
თაგები:
