Logo

საქართველოში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 461 პაციენტი

Frontnews image description

საქართველოში 24 საათში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 461 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 269 438 შემთხვევა, მათ შორის 263 257 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 3 463-ია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 19 051 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 11 825, პისიარტესტი – 7 226.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,33 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2.36 პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2.36 პროცენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 307 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 600, კლინიკურ სასტუმროში რჩება 193 პირი.

თაგები:

Advertisement