Logo

საქართველოში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 534 ადამიანი

Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 503 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 912 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 591 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 662 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  595 926-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.29%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.14% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.91%.

 

• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 534 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 563 530. • ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 575 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 662 ახალი შემთხვევიდან:

 

თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა – 68, იმერეთი – 102, ქვემო ქართლი – 40, შიდა ქართლი – 20, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78, კახეთი – 71, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 795 საიდანაც:

 

• 5 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 107, აჭარაში – 578, იმერეთში – 1 064.

 

• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 253 პირი, მათ შორის, თბილისში – 485, აჭარაში – 144, იმერეთში – 333. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 320 პირი,  მათგან თბილისში – 190, აჭარაში – 20, იმერეთში – 30.

 

• 1 036 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 547 – თბილისში, 305 – აჭარაში.

 

• 17 314 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 

 

• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – 1.

 

• სულ  6 ოქტომბრიდან – 19 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 157 პირი.

 

• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 475 ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები