საქართველოში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 383 ადამიანი

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 277 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 302 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 975 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 663 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 607 155-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.99%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.48% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.01%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 383 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 578 881.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 844 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 663 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 245 შემთხვევა, აჭარა – 48, იმერეთი – 123, ქვემო ქართლი – 28, შიდა ქართლი – 19, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 58, კახეთი – 101, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 404 საიდანაც 4 569 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 684, აჭარაში – 442, იმერეთში – 954
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 074 პირი, მათ შორის, თბილისში – 411, აჭარაში – 124, იმერეთში – 297. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 288 პირი, მათგან თბილისში – 175, აჭარაში – 23, იმერეთში – 32.
776 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 390 – თბილისში, 229 – აჭარაში.
14 059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 36, ხოლო აჭარაში – 9.
სულ 6 ოქტომბრიდან – 26 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 171 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 944 ადამიანი.
თაგები:
კორონავირუსი




