საქართველოში კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 327 ადამიანი გამოჯანმრთელდა


ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 327 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 713 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 490, პისიარტესტით – 10 223.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,48 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,98 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,42 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 285 645 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 275 547 გამოჯანმრთელდა, 3 840 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 169, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 984 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 291 პირი.
თაგები:
