საქართველოში კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 16 გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 982 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 394, „პისიარ“ ტესტით – 11 588.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 2,43%, ბოლო 14 დღის – 5,56%, ბოლო 7 დღის – 4,79%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 326 441 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 306 264 გამოჯანმრთელდა, 4 379 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 77 343 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 056.
კარანტინის რეჟიმშია 73, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 278 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 710 პირი.
თაგები:





