საქართველოში კორონავირუსით 24 საათში 21 ადამიანი გარდაიცვალა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 21 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 148 პირი ემსხვერპლა", – აღნიშნა სიჭინავამ.
მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 19 311 ტესტი, რომლის შედეგად 669 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 637 პირი; ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს