საქართველოში კორონავირუსით 5 452 ადამიანია გარდაცვლილი

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 452 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 281 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 952 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 999 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.69%
თაგები:





