Logo

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა

Frontnews image description

საქართველოში კორონავირუსით 24 საათში 19 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 127 პირი ემსხვერპლა", – აღნიშნა სიჭინავამ.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა  17 850 ტესტი, რომლის შედეგად 723 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 932 პირი; ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე 

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები