საქართველოში კორონავირუსით კიდევ 35 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 406 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 074 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 314 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 519 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 12.66%
თაგები:
კორონავირუსი




