
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვინიკოვმა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარესთან გიორგი გახარიასთან შეხვედრა გამართა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები, რეგიონის სიტუაცია და საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ხაზგასმით აღინიშნა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის რეფორმების გაგრძელების აუცილებლობა.
საუბარი შეეხო ასევე, პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევის გზებს და გამოწვევებს დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით – განსაკუთრებით საარჩევნო, სასამართლო და საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით.
გიორგი გახარიას მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ვინაიდან ევროინტეგრაცია არის საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის შენარჩუნების გარანტი.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ალექსანდრ ვინიკოვს რეფორმების მიმართულებით პარტიის ხედვები და ინიციატივები გააცნო.
თაგები:
გიორგი გახარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს