“საქართველოში პოლიტიკოსებმა პროგრესს შიდა პოლიტიკურ დრამაში მიაღწიეს”

ავტორი
Front News საქართველო
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტი საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას ორივე მხარეს, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას აკისრებს.
"საქართველოში, რომელიც დიდი ხანია, ამერიკული შეერთებული შტატების უახლოესი სტრატეგიული პარტნიორია კავკასიაში, ნაცვლად იმისა, რომ შეცვლილ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე იყვნენ ფოკუსირებული და რომ კოვიდ 19-ის პანდემიის შემდგომ ეკონომიკურ აღდგენაზე მუშაობდნენ, პოლიტიკოსებმა პროგრესს შიდა პოლიტიკურ დრამაში მიაღწიეს. ჩვენ გულწრფელად ვუთხარით, ქართველ მეგობრებს, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, რომ ახლა დროა, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ყურადღება გაამახვილონ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო, როგორც ქვეყანა დგას და ეს არის საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გულწრფელად, რომ ვთქვათ პროვოცირებული და შექმნილია, ორივე მხარის, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის ქმედებების გამო", – განაცხადა ჯორჯ კენტმა.
თაგები:





