
ავტორი
Front News საქართველო
"სინოვაკის“ ვაქცინით მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესი საქართველოში დღეიდან დაიწყება. ქვეყანაში ამ დროისთვის "სინოვაკის“ ვაქცინის 100 ათასი დოზაა.
"სინოვაკის“ ვაქცინით აცრისთვის მოქალაქეთა რეგისტრაცია 21 მაისიდან დაიწყო. ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც სპეციალურ პორტალზე, ასევე ტელეფონის ნომერზე 15 22.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, "სინოვაკის“ ვაქცინა, „სინოფარმის“ მსგავსად, ინაქტივირებული ვაქცინაა. ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდებულია 260 მილიონი დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, „სინოვაკის“ ვაქცინა დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization (SAGE) მიერ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს