
ავტორი
Front News საქართველო
მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და ფალსიფიკაციის რისკების შემცირების მიზნით, დაიწყო წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორიის შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომელიც სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს შენობის მოწყობა და საჭირო აპარატურის შესყიდვა. ლაბორატორიის ამოქმედება 2022 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს გაიცა პირველი GMP და GDP სერტიფიკატები. 2022 წლიდან ფარმაცევტული საწარმოებისა და დისტრიბუტორებისთვის სავალდებულო გახდება GMP და GDP სტანდარტის დაცვა. GMP/GDP სერტიფიკატების მისაღებად სააგენტოს უკვე მიმართა 15-მა დაწესებულებამ.
თაგები:
ეკატერინე ტიკარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს