Logo

“საქართველოზე და ქართველებზე ნაწყენი არ ვარ, საპატიო კახელი ვარ და რა თქმა უნდა, დავბრუნდები საქართველოში”

Frontnews image description

კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერი თბილისში განვითარებულ მოვლენებს საკუთარ ვებგვერზე ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მომილოცა დაბადების დღე, ბევრი მოლოცვა იყო, უბრალოდ ვერ შევძელი ყველასთვის მადლობა მეთქვა. ასევე მადლობა ყველას, ვინც გამოთქვა შეშფოთება ჩემს მდგომარეობასთან დაკავშირებით, როცა ჩვენ ჩავედით თბილისში, რათა იქ აღმენიშნა ჩემი დაბადების დღე. 

ეს იყო გარკვეული ტრადიცია, რაც ჩვენ ორჯერ უკვე გავაკეთეთ და ჩავედით მესამედ, მაგრამ იქ მოხდა შემდეგ, რაც მოხდა. 

მე უკვე ვთქვი, რომ ამ ფაქტის კომენტირებას არ მოვახდენდი, მაგრამ რადგან კითხვები ამ დრომდე არ წყდება, გადავწყვიტე ეს ახლა გავაკეთო: მოკლედ და გასაგებად. 

როგორც მე ვხვდები, საქართველოში სავალალო პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს და ოპოზიციამ ჩემი ჩასვლა გამოიყენა დებოშის მოსაწყობად, გაეხსენებინათ ჩემი სამი წლის წინანდელი ნათქვამი აფხაზეთთან დაკავშირებით, რათა მოეწვდინათ ხმა ჩვენთვის, ავტობუსზე კვერცხების სროლით. როგორც ჩანს, მათ ქათმის კვერცხი საკმარისი აქვთ, რათა ებრახუნათ ჩვენი რესტორნის კედლებზე, ეყვირათ ჩვენი სასტუმროს აივნებთან, ესტვინათ და ასე შემდეგ. ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, გამოვმგზავრებულიყავი, რომ, როგორც მინიმუმ, ჩემი მეგობრები საფრთხეში არ ჩამეგდო. დავბრუნდით მოსკოვში და ბრწყინვალედ აღვნიშნეთ ჩემი დაბადების დღე. როგორც ჩანს, ეს თბილისური გამოცდილება დაგვეხმარა კიდეც, როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ.

მინდა ნათლად განვაცხადო, რომ საქართველოზე და ქართველებზე ნაწყენი არ ვარ. უფრო მეტიც, საპატიო კახელი ვარ და მე რა თქმა უნდა, დავბრუნდები საქართველოში. რა თქმა უნდა, კვერცხების მსროლელები, რომელსაც ფულს უხდიან, ყველა ქვეყანაში არსებობს და ისინი ყურადღებას არ იმსახურებენ", – წერს ვლადიმერ პოზნერი საკუთარ ვებგვერზე. 

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები