
ავტორი
Front News საქართველო
კრიტიკა ადვილია, საქმის კეთება არის ძნელი – ამ ფრაზით ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო გახარიას ახალი პარტიის წევრების კომენტარებს, რომლებმაც ქვეყანაში არსებულ რთულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
"ის, რაც ბოლო დღეებისა და საათების განმავლობაში მოვისმინეთ, იყო კრიტიკა "ქართული ოცნებისადმი". ალბათ, განსაკუთრებულ სიბრძნეს არ ვიტყვი, როცა გავუსვამ ხაზს, რომ კრიტიკა ძალიან ადვილია, საქმის კეთება არის ძალიან ძნელი. მოყვეს ამ ხალხმა, აგვიხსნას რას აპირებენ, რა ხედვა აქვთ და ამის მერე უფრო გამარტივდება შემდგომი ნაბიჯების პროგნოზირება", – განაცხადა დავით სერგეენკომ.
გახარიას გუნდმა უმრავლესობა დატოვა და ყოფილ პრემიერთან ერთად ახალ პარტიას ქმნიან.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს