სარაჯიშვილის მეტროდან საპროტესტო მსვლელობა იმართება


ავტორი
Front News საქართველო
“თავისუფლება სინდისის პატიმრებს”, “არა პოლიციურ რეჟიმს” და “ჩატარდეს ხელახალი არჩევნები” – ამ ლოზუნგით სარაჯიშვილის მეტროდან მსვლელობა იმართება.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გზად პოლიციის შენობასთან გაჩერდებიან და პოლიციურ რეჟიმს დაუმორჩილებლობას გამოუცხადებენ.
“დღეს შევიკრიბეთ პოლიციური ძალადობის და სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ, რომელიც აძლიერებს ამ რეჟიმს.
სწორედ ამიტომ ვართ გარეუბანში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროტესტი მოედოს ყველა ქალაქს და რეგიონს. ძალიან დიდი პროპაგანდის მანქანა მუშაობს, ამიტომ საერთო პრობლემები ყველასთვის ცხადი უნდა იყოს“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.
შეკრებილები მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც 52 დღეა, აქციები ყოველ საღამოს იმართება.
თაგები:
მსვლელობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს