Logo

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად, ბორჯომის ცენტრალური პარკი სრული დატვირთვით იფუნქციონირებს

საზოგადოება
1305
Frontnews image description

ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად, პარკი წლის ბოლომდე სრული დატვირთვით იფუნქციონირებს.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, კონკრეტული ლოკაციების მიხედვით, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ხორციელდება, რაც არ აფერხებს ვიზიტორების ტერიტორიაზე გადაადგილებას.

 

რაც შეეხება ატრაქციონებს, პარკში ოთხი ატრაქციონი ფუნქციონირებს – ავტოდრომი, მინიჯეტი, მატარებელი და თვალსაწიერების (ე.წ. ეშმაკის) ბორბალი პლატოზე.

 

თაგები:

ბორჯომი
Advertisement