Logo

“სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობა უნდა დასრულდეს”

საზოგადოება
974
Frontnews image description

სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობა უნდა დასრულდეს – ამის შესახებ "ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტსაბჭოს წვერმა გიგი წერეთელმა განაცხადა. 

მისი განმარტებით, უნდა შეიქმნას სასამართლოს ისეთი მოდელი, რომელიც საზოგადოების ნდობით იქნება აღჭურვილი.

"ინიციატივები ამ მიმართულებით როგორც ვიცი არის, ეს ეხება იუსტიციის საბჭოს რეფორმას, გამჭვირვალობის გაზრდას, იქ შედეგებზე ორიენტულობას, ნაკლებ  სუბიექტურ ჩარევებს და ა.შ, მაგრამ რამდენად მოხსნის ეს ყველა პრობლემას, იმიტომ რომ იქ სხვა შეთავაზებებიც არის, არ ვიცი. ოპოზიციის მიერ იყო შეთავაზება არაერთი სასამართლოსთან დაკავშირებით. ყველაზე მთავარი საკითხია ის, რომ კლანურობის ისტორია უნდა დასრულდეს და სასამართლოს უნდა ჰქონდეს ნდობა. რამდენად შეძლებს კონკრეტულად ეს ცვლილებები ამ პრობლემების გადაჭრას, ამას გვანახებს ალბათ, განხილვები", – განაცხადა წერეთელმა.

პარლამენტი სასამართლო რეფორმაზე მუშაობას იწყებს. ცვლილებები კანონმდებლობაში 4 მიმართულებით განხორციელდება. მიზანი სასამართლო სისტემაში არსებული საკითხების, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესების გაუმჯობესებაა. უმრავლესობის განმარტებით, ინიციატივა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა. კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და 29 მარტს ბიუროს სხდომაზე გავა.

თაგები:

Advertisement