Logo

სასამართლომ 21 წლის გიორგი მინდაძე პატიმრობაში დატოვა

სამართალი
786
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 წლის აქტივისტი გიორგი მინდაძე პატიმრობაში დატოვა.

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად.

მის წინააღმდეგ გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

გამოძიების ცნობით, მინდაძე პიროტექნიკის საშუალებით პოლიციელს თავს დაესხა.

გიორგი მინდაძე 2024 წლის პირველ დეკემბერს დააკავეს.

Advertisement