სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე ბრალდებული კიდევ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე ბრალდებული კიდევ შვიდი პირის მიმართ გამოაცხადა განაჩენი.
სამ პირს ბრალად ედებოდა ჟურნალისტებზე ძალადობა, დანარჩენებს კი 5 ივლისს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ერთ-ერთ მოქალაქეზე ძალადობა.
სასამართლომ ექვს ბრალდებულს 225-ე, ძალადობის ორგანიზების მუხლი გადაუკვალიფიცირა და ჯგუფურ ძალადობაში ცნო დამნაშავედ, ერთი ბრალდებული კი – ძალადობაში.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიაშვილის გადაწყვეტილებით, ირაკლი წიგნაძეს, ბაქარ მაისურაძეს, ნიკოლოზ დადვანს, მუხრან დადვანს, თორნიკე გაბელიანს, დავით ქოჩიაშვილს სასჯელის სახით ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა, ვანო ბურდულს სასჯელის ზომად თავისუფლების 1 წლითა და 6 თვის ვადით აღკვეთა განესაზღვრა.
თაგები:
5 ივლისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს