სასამართლომ ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო


ავტორი
Front News საქართველო
პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნო.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის აპრილში ბრალდებულებმა დაზარალებული ვითომდა სამუშაოდ, მოტყუებით გაამგზავრეს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში და გადასცეს პირს, რომელთანაც სოლიდური ფინანსური ვალდებულება გააჩნდათ. დაზარალებული საზღვარგარეთ მონობის თანამედროვე პირობებში აღმოჩნდა. კერძოდ, მას ჩამოართვეს პასპორტი, შეუზღუდეს თავისუფალი გადაადგილება და კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან, აკონტროლებდნენ და მასზე მუდმივად ძალადობდნენ.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის “გ“ და “ე“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით) წარედგინათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 13 წლით და 13 წლით და 6 თვით აღკვეთა განესაზღვრათ”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
თაგები:
ტრეფიკინგი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს