Logo

სასამართლომ ნანა მალაშხია 500 ლარით დააჯარიმა

პოლიტიკა
686
Frontnews image description

სასამართლომ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი ნანა მალაშხია 17 ნოემბერს, 24- საათიანი საპროტესტო აქციის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩების გადაკეტვაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნო და 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მალაშხიას თქმით, აქციებზე თავად იყო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

“მართალი გითხრათ, აზრი იმისა, რომ მოსამართლე იმყოფებოდა დარბაზში არ გამჩენია იმიტომ, რომ ჩვეულებრივ მეგონა, შსს-ს წარმომადგენელი იყო.  დიახ, შსს-ს ორი წარმომადგენელი იყო დარბაზში. ამას რა აზრი აქვს. ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. არ ვიცი, რას აპირებენ. არ ვიცი, რა ჰგონიათ ამ ადამიანებს, რამე გამაჩერებს მე ან სხვა ადამიანებს, რომელთა მიმართაც უფრო სასტიკი ფორმებით ხდება სამართლებრივი და ფიზიკური ანგარიშსწორებაც. ზოგჯერ მგონია, რომ რაღაც საშინელებათა ფილმს ვუყურებთ”, – განაცხადა ნანა მალაშხიამ.

17 ნოემბერს თსუ-სთან ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო სექტორმა აქცია გამართეს ხელახალი არჩევნების მოთხოვნითა და ევროინტეგრაციისკენ სწრაფი სვლის მოთხოვნით. აღნიშნულ აქციაზე რამდენჯერმე გადაიკეტა გზა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები