სასამართლომ “ფორმულა”, “მთავარი არხი” და “ტვ პირველი” 5 000-5 000 ლარით დააჯარიმა


ავტორი
Front News საქართველო
სასამართლომ “ქართული ოცნების” სარჩელი დააკმაყოფილა. ტელეკომპანიები – “ფორმულა”, “მთავარი არხი” და “ტვ პირველი” 5 000-5 000 ლარით დააჯარიმა და მათ “ქართული ოცნების” საარჩევნო რგოლის ეთერში გაშვება დაავალა.
სასამართლოს გადაწყვეტილებამდე “ქართული ოცნების” სარჩელი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში განიხილეს და სამი ტელევიზია სამართალდამრღვევად ცნეს.
საქმე ეხება “ქართული ოცნების” მიერ საკუთარი საარჩევნო რგოლის ეთერში გაშვების მოთხოვნას, რაზეც სამმა მედიამ – “ფორმულამ”, “მთავარმა არხმა” და “ტვ პირველმა” უარი განაცხადეს, მმართველმა პარტიამ აღნიშნულთან დაკავშირებით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და სასამართლოს მიმართა.
თაგები:
