სასამართლომ პროკურატურას “TV პირველიდან” მასალების ამოღების ნებართვა მისცა

ავტორი
Front News საქართველო
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "TV პირველიდან" მასალების ამოღების ნებართვა მისცა. ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს და მიღებულ განჩინებას ასაჯაროვებს, საქმე ეხება 6 მარტს, ტელევიზიის ეთერში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს.
ტელეკომპანიის იურისტის,ვახტანგ წერეთლის ცნობით, პროკურატურა ითხოვს არა უშუალოდ ინფორმაციას, არამედ ელექტრონულ მატარებელსა და კონვერტს, ან სხვაგვარ მასალას.
"მოთხოვნილია ინფორმაციის მატარებლის, ელექტრონული მატარებლების ამოღება და კონვერტის, ან სხვაგვარი შეფუთვის, რომლითაც მატარებელი იქნა შემოსული კომპანიაში. არ არის მითითებული თავად ინფორმაცია, ანუ ამოღების ობიექტი არ არის ინფორმაცია, შესაბამისად, კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას, ამ განჩინების საფუძველზე გასცეს უშუალოდ ინფორმაცია. თუ იქნება მიღებული მსგავსი განჩინება, სადაც მითითებული იქნება პირდაპირ ეს ინფორმაცია, კომპანია ამას შეასრულებს", – აცხადებს ადვოკატი
პროკურატურამ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე დაიწყო.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


