სასამართლომ “ქურდული სამყაროს“ წევრობასა და “ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვაში ბრალდებული 4 პირი დამნაშავედ ცნო


ავტორი
Front News საქართველო
პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და “ქურდული სამყაროს“ წევრობასა და “ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვაში ბრალდებული ოთხი პირი დამნაშავედ ცნო.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წელს, “ქურდული სამყაროს“ სამმა წევრმა საზღვარგარეთ მყოფ ,,კანონიერ ქურდთან“ შეთანხმებით, ერთ-ერთ პირსა და მოდავე მხარეს შორის არსებული ფინანსური დავის გადასაწყვეტად, არაერთხელ მოაწყვეს “ქურდული გარჩევა“.
3 პირს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით (“ქურდული სამყაროს“ წევრობა), 1 პირს კი – სსკ-ის 223’’’’-ე მუხლის პირველი ნაწილით (“ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვა) წარედგინათ.
სასამართლომ “ქურდული სამყაროს“ 2 წევრს სასჯელის სახით 8 – 8 წლით, ხოლო 1 წევრს – თავისუფლების 7 წლით აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება “ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვაში ბრალდებულს, მას სასჯელის სახით თავისუფლების 3 წლით აღკვეთა მიესაჯა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს