სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი 2 500-2 500 ლარით დააჯარიმა


ავტორი
Front News საქართველო
სასამართლომ “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი 7-8 მარტის აქციების საქმეზე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 500-2 500 ლარით დააჯარიმა.
ჯაფარიძესა და მოსიაშვილს ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.
“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრები 7 მარტს მშვიდობიან აქციაზე დააკავეს.
დაცვის მხარის და ოჯახის წევრების ინფორმაციით, პოლიციელებმა ჯაფარიძე და მოსიაშვილი სცემეს, რის შედეგადაც მოსიაშვილს ტვინის შერყევა ჰქონდა, ჯაფარიძეს კი თავზე დაზიანებები აღენიშნებოდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს