Logo

სასამართლოსთან დაკავებულ ბესიკ თამლიანს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება

სამართალი
30.11.2021 / 11:43
Frontnews image description

ბესიკ თამლიანს, რომელიც სხვა აქტივისტებთან ერთად გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს, 2-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება – ამის შესახებ მისმა უფლებადამცველმა თეონა ქორიძემ განაცხადა. 

 

ადვოკატის თქმით, თამლიანი დაკავებისას პოლიციელებმა ცემეს. 

 

“ძალიან უხეშად მოხდა მისი დაკავება, საკუთარი დედის თვალწინ ცემდნენ, ფეხქვეშ გაიგდეს და ისე შეაგდეს მანქანაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს თავისუფლების 2-დან 3 წლამდე აღკვეთას, რაც ყოვლად მიუღებელია”, – განაცხადა თეონა ქორიძემ.  

 

ბესიკ თამლიანი ასევე 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, მას 4 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.  აღნიშნული ბრალი თავისუფლების 4-დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

თაგები:

დაკავება
Advertisement