"სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში საქართველოს 10-ბალიანი შეფასების სისტემით 6.63 ქულა აქვს"

ავტორი
Front News საქართველო
ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში საქართველოს 10-ბალიანი შეფასების სისტემით 6.63 ქულა აქვს.
ამ მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში 36-ე, ევროპაში კი, მე-20 ადგილზეა.
შეფასების მიხედვით, საქართველო წინა პოზიციებზეა შემდეგ ქვეყნებს შორის – პორტუგალია, იტალია, საბერძნეთი, ლატვია, სლოვენია, მალტა, ესპანეთი, სლოვაკეთი, ალბანეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ხორვატია, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია.
კვლევას, რომელიც ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევების ცენტრი ატარებს. (1TV)
თაგები:
სასამართლო




