Logo

“სასაცილო მაშინ იქნება, თუკი ასე ჩააფრინდება იმ საკნის კარს და დაიწყებს ლაპარაკს, არ გამოვალო”

საზოგადოება
1505
Frontnews image description

პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიას ურჩევს, დათანხმდეს ევროკავშირის მიერ მისთვის გირაოს გადახდას. 

ელისაშვილის თქმით, ამის გამო "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, არავინ დასცინებს და ეს არც ღირსების შემლახველი იქნება მისთვის.

"მთელი ევროკავშირი უდგება თავდებად და ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად საკმარისია. გულახდილად, რომ გითხრათ, მესმის, რომ ნიკა მელია ერთგვარად გაიჭედა, ვერ იღებს გადაწყვეტილებას. იმდენად იძახდა გირაოს არ გადავიხდი, არ გადავიხდიო, ახლა რა გააკეთოს, არ იცის. დარწმუნებული ვარ, თვითონაც ხვდება, რომ ახლა უნდა გამოვიდეს, სანამ უბრალოდ ღიმილის მომგვრელი და სასაცილო გახდება მისი პოზიცია, რომ არა, არ გამოვალ, არაფრის ფასადო.

ადგეს და მარტივად მიიღოს გადაწყვეტილება და გამოვიდეს. არ მგონია, რომ ამის გამო ვინმემ დასცინოს. სასაცილო მაშინ იქნება, თუკი ასე ჩააფრინდება იმ საკნის კარს და დაიწყებს ლაპარაკს, არ გამოვალო. რომ გამოვიდეს და გირაო გადაუხადოს ევროკავშირმა, სულაც არ იქნება არც ღირსება შელახული და სასაცილო მდგომარეობაში, ჩემი აზრით. არ ვიცი "ნაციონალური მოძრაობის" ხალხი რას ეუბნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს სწორი ნაბიჯი იქნება, რადგან ქვეყნისთვის კრიზისის დასრულება არის საჭირო. კრიზისის დასასრულებლად კი, ყველამ რთული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ახლა, ჩვენ რომ რთული გადაწყვეტილება მივიღეთ ისეთი უნდა, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ სწორად ვიქცეოდით. დარწმუნებული ვარ, რომ მანაც იცის, უნდა გამოვიდეს ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საფასურად, უბრალოდ გაიჭედა, მაგრამ გამოვიდეს, არ არის პრობლემა, არ მგონია, რომ ამის გამო ვიღაცამ დასცინოს"-განაცხადა ელისაშვილმა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები