
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულებმა სასაზღვრო სექტორ "სარფის" დასაცავ მონაკვეთზე სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით ქვეითად და სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში შემოვიდნენ.
დაკავებულთაგან ერთ-ერთი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.
დაკავებული პირების მიმართ გატარდა საემიგრაციო პროცედურები, რის შედეგადაც განხორციელდა მათი ქვეყნიდან გაძევება.
თაგები:
სასაზღვრო პოლიცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს