Logo

სასაზღვრო პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

სამართალი
148
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლებთან ერთად, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ს.ა. დააკავეს.

პოლიციამ ბრალდებული ს.ა. სახელმწიფო საზღვარზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანის ფაქტზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები